2015-09-25

პროფესორებს დიკ დე იონგსა და მათიას ბააზს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭებათ

25 სექტემბერს, 15:00  საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორ დიკ დე იონგსა და ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორ მათიას ბააზს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭებათ.

ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორ დიკ დე იონგისა და ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორ მათიას ბააზის ხელშეწყობით განხორციელდა ერთობლივი პროექტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესრიტეტთან, შეგროვდა უახლესი სამეცნიერო სპეციალური ლიტერატურა, რეგულარულად გამოდის ორენოვანი ჟურნალი ,,ენა, ლოგიკა, კომპიუტერიზაცია", 40-ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა გაიარა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ჰოლანდიასა და ავსტრიაში.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ  I კორპუსი, 115-ე (პეტრე მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი