2019-05-20

ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

23 მაისს, 11 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.

2019 წლის კონფერენცია ეძღვნება ამერიკელი ასტრონავტების ნილ არმსტრონგისა და ბაზ ოლდრინის მთვარეზე გადასხდომის 50-ე წლისთავს. კონფერენცია 25 მაისს დასრულდება.


მისამართი:ი. ჭავჭავაძის N1,  თსუ I კორპუსი, N107-ე აუდიტორია.


« იხ. ყველა ანონსი