2019-09-11

ქართული გერმანისტიკა: გუშინ, დღეს, ხვალ (წლის თემა - ქართულ-გერმანული ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობანი

7 ნოემბერს, 11:00 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება მესამე საერთაშორისო კონფერენციაა „ქართული გერმანისტიკა: გუშინ, დღეს, ხვალ (წლის თემა - ქართულ-გერმანული ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობანი)“. 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს.

კონფერენციაზე დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე

 კონფერენციის ვადებისა და ნაშრომის ატვირთვის წესების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

კონფერენციაზე სპეციალური სესია დაეთმობა პროფ. რეზო ყარალაშვილის მოღვაწეობას, რომლის  ხსოვნასაც უკვე ტრადიციულად ეძღვნება  აღნიშნული კონფერენცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - 2 21 27 31

« იხ. ყველა ანონსი