2018-12-05

ასტრიდ ლინდგრენის დღეები ,,მომავლის ბიბლიოთეკაში"

5 დეკემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში ,,მომავლის ბიბლიოთეკა" გაიხსნება.

ღონისძიებაზე სტუმრად მოსულ ბავშვებს დახვდებათ ცნობილი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ლიტერატურული პერსონაჟები. გაიმართება ზღაპრების ხმამაღალი კითხვა და სხვადასხვა გასართობი აქტივობები.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი.
« იხ. ყველა ანონსი