2014-02-18

საინფორმაციო შეხვედრა კარნეგის კვლევითი სასტიპენდიო პროგრამის შესახებ

18 თებერვალს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა კარნეგის კვლევითი სასტიპენდიო პროგრამის შესახებ.

აღნიშნული სტიპენდია ითვალისწინებს პროფესორებისთვის, ლექტორებისთვის, მკვლევრებისთვის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებებში კვლევითი პროექტების დაფინანსებას (4 თვე). პროექტების განხორციელება მოხდება ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში.  კვლევითი პროექტების ფოკუსი არის: სამხრეთ კავკასია: ცხოვრება გარდამავალ საფეხურზე. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 30 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:  www.nceeer.org, www.americancouncils.ge ; email: alexei@nceeer.org ; ტელ: +995322292106;

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ჯავახიშვილი) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი