2015-07-30

ქართველი ემიგრანტი ბავშვების ნახატების გამოფენა

30 ივლისს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში გაიხსნება საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ბავშვების ნახატების გამოფენა. პროექტის მიზანია გავაცნოთ ქართველ საზოგადოებას ემიგრანტი ბავშვების შემოქმედება.
2015 წლის 17 მაისს ”ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგამ” საბერძნეთში განახორციელა პროექტი ”მესიჯი სამშობლოს”. პროექტის ავტორია ნანა მიქაუტიძე, ორგანიზატორები არიან ნანა თევდორაძე და ლალი ბაჯაძე.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრის თეატრალური სტუდიის ქართველი ემიგრანტი ბავშვები.
 
მისამართი:  ი.ჭავჭავაძის გამზ. №13, თსუ მერვე კორპუსი, მე-4 სართული,  თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი

« იხ. ყველა ანონსი