2014-10-21

აკად. გიორგი წერეთლის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია

21 ოქტომბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი გამართავს აკად. გიორგი წერეთლის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილ ახალგაზრდულ სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციის ორგანიზატორია აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის 1, თსუ I კორპუსი, 101-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი