2013-06-06
კონფერენცია „იმპერიალიზმი კავკასიაში: ნაციონალიზმი, ეთნიკურობა და სახელმწიფოებრიობა 1870-1920-იან წლებში“
6 ივნისს, 08.20 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია
„იმპერიალიზმი კავკასიაში: ნაციონალიზმი, ეთნიკურობა და სახელმწიფოებრიობა 1870-1920-იან წლებში“ გაიმართება.
კონფერენციის ორგანიზატორია: იუტას უნივერსიტეტი (აშშ), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტი. კონფერენციის მიზანია კავკასიაში ეროვნული იდენტობისა და ეთნიკური ევოლუციის შესწავლა. კონფერენციაზე განიხილება თანამედროვე რეალობის ფორმირება კავკასიაში სამი იმპერიის: ოსმალეთის, მეფის რუსეთის და ირანის დაშლის შემდეგ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, რომლებიც ამ თემაზე წარმოადგენენ უახლეს კვლევებს.
კონფერენციის ძირითადი თემებია: იმპერიის დაშლა, რუსული ორიენტალიზმი (აღმოსავლური ხედვა), ნაციონალიზმი, ეთნიკურობა, რელიგია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის ქ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი