2010-03-29

“Red Bull ჯღაბნის ხელოვნება”

     “Red Bull  ჯღაბნის ხელოვნება” არის პროექტი, რომელშიც მონაწილეობა ყველა მსურველ სტუდენტს შეუძლია. იმისთვის, რომ სტუდენტებმა თავი დაანებონ უნივერსიტეტის ინვენტარის “მოხატვას”, კომპანია Red Bull-მა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 10 დღით დადგა სპეციალურად შექმნილი ურნები. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ურნებში თავიანთი “შედევრები” ჩაეყარათ, რომლებიც ლექციების დროს იყო შექმნილი.
     50 საუკეთესო ნამუშევარი  1 აპრილს, 13:00 საათზე უნივერსიტეტის ფოიეში გამოიფინება. სამკაციანი ჟიური კი სამ საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს. ყველა მონაწილე, რომელთა ნახატიც გამოფენას დაამშვენებს, დასაჩუქრდება კომპანია რედ ბულ-ისგან, ხოლო პირველ სამ ადგილზე გასულ სტუდენტებს განსაკუთრებული პრიზები ელით.


     მის: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ფოიე.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
« იხ. ყველა ანონსი