2017-10-05

საერთაშორისო კონფერენცია "ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში"

5 ოქტომბერს, 11:00 და 15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ქართული ლიტერატურის კომისია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ატარებს კონფერენციას: "ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში"

კონფერენციის პროგრამა (11:00 საათი):
  • ელგუჯა ხინთიბიძე - რუსთველური მხატვრული სახე შექსპირის ციმბელინში
  • ლევან ბებურიშვილი - სიკვდილის კონცეპტი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში
  • ეკა ვარდოშვილი - ლევ ტოლსტოის ტრაქტატი „რა არის ხელოვნება?“ - თანამედროვე ხედვები
  • ნათია ჯანგულაშვილი -„შუშანიკის წამების“ ერთი ადგილის წაკითხვისათვის („ერთგული“ // „გუელი“ // „გული“)
კონფერენციის პროგრამა (15:00 საათი):
  • ლელა ხაჩიძე - რომანოზ მელოდოსის საგალობლების ძველი ქართული თარგმანები
  • ზაზა ხინთიბიძე - ჯდომა ზმნის მნიშვნელობის დაზუსტებისათვის ვეფხისტყაოსანში ძველბერძნული ენობრივი მონაცემების გათვალისწინებით
  • ირმა მაკარაძე - ვეფხისტყაოსნის სავარაუდო გზა XVII საუკუნის ინგლისურ დრამატურგიამდე
  • სანდრო ცხვედაძე - ქართული აპრაკოსის სტრუქტურა და კომპოზიცია
  • ნათელა ფოფხაძე - ნინანა/ინანა/ნანა - ძველთაძველი ქართველური სარწმუნოების მიმანიშნებელი სიმბოლოების გახსენება პოეზიასა და მუსიკაში
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ, VIII კორპ., 220-ე აუდიტორია









« იხ. ყველა ანონსი