2016-12-15

მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა

15 დეკემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და  საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ ჰუმანიტართა სკოლა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენას გამართავს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მოსწავლეთა მიერ შექმნილი ფერწერული, გრაფიკული, მცირე პლასტიკისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მუზეუმი (მესამე სართული)
« იხ. ყველა ანონსი