2014-11-10

„საზოგადოება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“

10 დეკემბერს, 14:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია „საზოგადოება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“. 

კონფერენციას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პრაქტიკოსი იურისტები, თსუ პროფესორები, სტუდენტები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და  სოციალური მუშაობის მიმართულების, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის სამსახურის სახელმწიფო ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.

მისამართი: ი. ჭავჭვაძის გამზ. №1, თსუ პირველი კორპუსი,   №115-ე (პეტრე მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი