2016-07-11
საზაფხულო სკოლა “საქართველო: საერთაშორისო უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება”
11 ივლისს, 10:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება აშშ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საზაფხულო სკოლა თემაზე:
“საქართველო: საერთაშორისო უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება”.
საზაფხულო სკოლა წელს უკვე მეორედ იმართება თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, წელს მასში მონაწილეობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და კონფლიქტის მოგვარების სპეციალობის 22 სტუდენტი.
სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ თსუ-ს ლექტორები, ასევე აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე ექსპერტები. საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტები მოისმენენ ლექციებს თემებზე: “საქართველო და რეგიონული პოლიტიკა,” “ადამიანის უფლებები საქართველოში”, საქართველოს ურთიერთობები რუსეთთან, ევროკავშირთან, აშშ-სთან.” “საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება,” “საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი”, “გარემოსდაცვითი პოლიტიკა საქართველოში,” “მიდგომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარებისადმი “ და სხვა.
გარდა სასწავლო პროგრამისა, სტუდენტებისათვის მომზადებულია საინტერესო კულტურული პროგრამა. დაგეგმილია ექსკურსიები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ოპერისა და ბალეტის თეატრში, კახეთში, ყაზბეგში, გორში. სტუდენტები შეხვდებიან სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას კოლექტიური ჩასახლების ადგილებში, ექნებათ შეხვედრები საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიასთან, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან, ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან და საქართველოში მოქმედ სან-დიეგოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, საქართველოში აშშ საელჩოსთან.
ამერიკელი სტუდენტები ქართველ სტუდენტებთან ერთად გამართავენ დისკუსიას რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. საზაფხულო სკოლა 23 ივლისს დაიხურება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 021-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი