2012-06-18

,,თსუ ბიზნესოლიმპიადა 2012“

18 ივნისს, 11:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   ,,თსუ ბიზნესოლიმპიდა 2012-ის“ ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.
 ,,თსუ ბიზნეს ოლიმპიადა“ თსუ ეკონომიკისა და  ბიზნესის ფაკულტეტთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის“ ერთ-ერთ მასშტაბური პროექტია. მასში ხუთ-ხუთ კაციანი გუნდები მონაწილეობენ, რომელთაც  დარგის აქტუალური პრობლემების სრულყოფილი კვლევა და შესწავლა ევალებათ.
პროექტი მესამე წელია ტარდება. 2012 წელს ბიზნეს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად სულ 26 გუნდი დარეგისტრირდა. ფინალურ ეტაპზე ექვსი გუნდი მონაწილეობს, რომლებიც მათ მიერ უკვე შერჩეული დარგის SWOT ანალიზს, PESTEL ანალიზს, დასკვნებს და რეკომენდაციებს წარმოადგენენ. გამოვლინდება სამი გამარჯვებული გუნდი. რომელთაც გადაეცემათ სხვადასხვა პრიზები.
პროექტის აქტიური მხარდამჭერები არიან: თსუ სტუდენტური თვითმმართველობა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ფინალურ ეტაპს დაესწრებიან ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი და ამავე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელები,  სოფლის მეურნეობის,  სპორტისა და ახალგაზრდობის, გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სამინისტროების, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის ,,ელკანას“, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდული ეკონომიკური ფორუმისა“ და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

მისამართი: თსუ X (მაღლივი) კორპუსისის მე–2 სართ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი