2013-09-16

ახალი სასწავლო წელი თსუ–ში

16 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს დაიწყებს. 10:00 საათზე  პირველი კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებს სწავლის დაწყებას უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა მიულოცავს. 

18.00 საათზე კი სწავლის დაწყებას სტუდენტებს თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი (ბიგ ბენდი) მიულოცავს. კონცერტი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსი

« იხ. ყველა ანონსი