2010-08-13

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სტუდენტური განხილვა

13 აგვისტოს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას გამართავენ. სახელმწიფო მმართველობის მოდელთა ცვლილება, ხელისუფლების შტოთა დაბალანსება და ადამიანის უფლებები - სტუდენტები მოწვეული სტუმრების წინაშე ამ თემებზე მოხსენებებით წარსდგებიან. პროექტის პრეზენტაციას თსუ-ს რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა გახსნის.
« იხ. ყველა ანონსი