2014-01-10

აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი - 129

10  იანვარს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ორგანიზებით აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 129 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
                                                        
მისამართი:  ი.  ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 06-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი