2012-12-15

წიგნის „ბერმონაზვნობის ისტორიისათვის საქართველოში. ქართული ეკლესიის უძველესი ისტორია“ პრეზენტაცია

15 დეკემბერს, 13.00 საათზე II საერთაშორისო კონფერენცია „შემობრუნება სულიერებისაკენ“ გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში წმ. გრიგოლ ფერაძის თხზულებათა კრებულის პირველი წიგნის - „ბერმონაზვნობის ისტორიისათვის საქართველოში. ქართული ეკლესიის უძველესი ისტორია“ პრეზენტაცია შედგება.
წიგნი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი წერილი და დამატებითი შენიშვნები დაურთო ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ყოლბაიამ.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი, თანაორგანიზატორი ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიური კვლევის ცენტრი.

მისამართი: სასტუმრო „თბილისი-მარიოტი“


« იხ. ყველა ანონსი