2014-03-14

„ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე საგამომცემლო პროექტის პრეზენტაცია

14 მარტს, 16:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, თსუ ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტთა ასოციაციის ორგანიზებით, „ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე საგამომცემლო პროექტის პრეზენტაცია გაიმართება .

პროექტის ავტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკად. გიორგი წერეთლის სახელობის „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური გამოცემისა და ქართული ენის თესაურუსის კომიტეტის თანამშრომელი პარმენ მარგველაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „ვეფხისტყაოსნის“ სტროფული შედგენილობის შესახებ.

 მისამართი: ი. ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი