2013-04-18

ახალი ელექტრონული ბაზების პრეზენტაცია თსუ-ში

18 აპრილს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტთან ერთად მართავს პრეზენტაციას, რომელიც  ახალ ელექტრონულ ბაზებზე წვდომას შეეხება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის“ მონაწილეთა კონსორციუმის წევრია, რაც  საინფორმაციო საშუალებების გამოყენების უფლებას, ელექტრონული რესურსებიდან ელექტრონული სახელმძღვანელოების გადმოწერას გულისხმობს.
პრეზენტაციას EIFL მონაცემთა ბაზების კოორდინატორი საქართველოში  თამარ ხახუტაშვილი გამართავს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, უნივერსიტეტის I კორპუსი, თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი