2011-05-20
თსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენცია
20 მაისს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური ორგანიზაცია “ემსა თსუ”-სა (ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია) და თსუ სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ეგიდით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მედიცინის სფეროს ცნობილი მოღვაწეები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ. კონფერენციაზე პროფესორებთან ერთად სტუდენტებიც წარდგებიან. დაგეგმილია მოხსენებები გლობალური ჯანმრთელობის ტენდენციების და მედიცინაში ნანოტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
კონფერენციის მეორე ნაწილი ბაზალეთის ტბაზე გაგრძელდება. კონფერენციის დასასრულს გაიმართება მონაწილე სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი