2012-05-31
კლაუს გეპერტი - ობიექტური შერაცხვის საკითხი თანამედროვე სისხლის სამართალში
2012 წლის 31 მაისს, 12:00 საათზე, თსუ II კორპუსი, მცირე საკონფერენციო დარბაზი
( აუდიტორია #135)
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ბერლინის კამერგერიხთის, ანუ სააპელაციო სასამართლოს ექსმოსამართლე, სამართლის დოქტორი კლაუს გეპერტი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის წაიკითხავს მოხსენებას თემაზე "ობიექტური შერაცხვის საკითხი თანამედროვე სისხლის სამართალში".
სამართლის დოქტორი კლაუს გეპერტი, ბერლინის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი სამართალს ეუფლებოდა მიუნხენსა და ფრაიბურგში, ხოლო პროფესიული კვალიფიკაციის მოპოვების შემდეგ თანამშრომლობდა იქვე, ალბერტ ლუდვიგის სახელობის ფრაიბურგის უნივერსიტეტში და შემდეგ, ასევე, კიოლნის, ბიელეფელდის, ვიურცბურგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში; ამასთან, 1982–2002 წლებში იყო ბერლინის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, 1991–1993 წლებში – ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; ამჟამად, 2003 წლიდან არის ბერლინის იურიდიული საზოგადოების პრეზიდენტი.
მოხსენება საჯაროა და იგი საინტერესო უნდა იყოს სისხლის სამართლით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის.
მოხსენება წარიმართება გერმანულ ენაზე და უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრობითი ქართულენოვანი თარგმანით.
« იხ. ყველა ანონსი