2010-02-16

ამერიკისმცოდნეობის XI ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი 2010 წლის 13-15 მაისს ატარებს ამერიკისმცოდნეობის XI ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის მთავარი თემაა "ამერიკა და მისი ღირებულებები".

კონფერენციის მიზანი:   

•    ცოდნის გავრცელება ამერიკის ისტორიის, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, კულტურის, ფილოსოფიის, ადათ-ჩვევების, ღირებულებების შესახებ.
•    საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამერიკის პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება.
•    ქართველ ამერიკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად, ამერიკელ კოლეგებთან.

კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებების თემატიკა ფართოა: ამერიკის ღირებულებები, ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები და ა.შ.
განსაკუთრებით მივესალმებით ყველა სფეროში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე წარმოდგენილ მოხსენებებს და შედარებითი კვლევის შედეგებს.

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი, კორპუსი 2.
კონფერენციის გახსნა: 2010 წლის 13 მაისი, 11:00 ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კორპუსი 2
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
•    მოხსენების სათაური, მომხსენებლის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
•    თეზისები (300-500 სიტყვა, ქართულად და ინგლისურად)
•    ხელმძღვანელის რეკომენდაცია (მხოლოდ სტუდენტებისათვის)

გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: geoamstud@yahoo.com ან lika2medz@yahoo.com  არაუგვიანეს 2010 წლის 15 აპრილისა.

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

« იხ. ყველა ანონსი