2010-02-16
ამერიკისმცოდნეობის XI ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი 2010 წლის 13-15 მაისს ატარებს ამერიკისმცოდნეობის XI ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის მთავარი თემაა "ამერიკა და მისი ღირებულებები".კონფერენციის მიზანი:
• ცოდნის გავრცელება ამერიკის ისტორიის, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, კულტურის, ფილოსოფიის, ადათ-ჩვევების, ღირებულებების შესახებ.
• საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამერიკის პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება.
• ქართველ ამერიკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად, ამერიკელ კოლეგებთან.
კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებების თემატიკა ფართოა: ამერიკის ღირებულებები, ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები და ა.შ.
განსაკუთრებით მივესალმებით ყველა სფეროში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე წარმოდგენილ მოხსენებებს და შედარებითი კვლევის შედეგებს.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი, კორპუსი 2.
კონფერენციის გახსნა: 2010 წლის 13 მაისი, 11:00 ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კორპუსი 2
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
• მოხსენების სათაური, მომხსენებლის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
• თეზისები (300-500 სიტყვა, ქართულად და ინგლისურად)
• ხელმძღვანელის რეკომენდაცია (მხოლოდ სტუდენტებისათვის)
გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.
კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: geoamstud@yahoo.com ან lika2medz@yahoo.com არაუგვიანეს 2010 წლის 15 აპრილისა.
კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.
« იხ. ყველა ანონსი