2015-12-26

ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასაუბროს პრეზენტაცია

26 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევით ცენტრში გაიმართება ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასაუბროს პრეზენტაცია.

წიგნი გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

პრეზენტაციას დაესწრებიან ქართველი და ოსი საზოგადოების წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მწერლები, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, დოქტორანტები და სხვ.

მისამართი: ქეთევან წამებულის ქ. 55, თსუ მეშვიდე კორპუსი, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

« იხ. ყველა ანონსი