2012-12-10
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საიუბილეო წელს აცხადებს
10 დეკემებერს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
საიუბილეო წლის გამოცხადების ცერემონია შედგება.
2013 წლის 8 თებერვალს უნივერსიტეტი 95 წლის გახდება. იუბილეს აღსანიშნავად უნივერსიტეტი სხვადასხვა მიმართულებით პროექტების და ღონისძიებების ციკლს გეგმავს. საიუბილეო წლის გამოცხადებაზე უნივერსიტეტი ორ პროექტს წარადგენს.
ღონისძიება სტუდენტური ფოტოკონკურსის „UNIკადრი“ საუკეთესო ფოტოების გამოფენით გაიხსნება. უნივერსიტეტი გთავაზობთ იხილოთ გასულ საუკუნეში გადაღებული ფოტოები და დღევანდელობა, სტუდენტების ფოტოობიექტივში მოხვედრი უნივერსიტეტი და უნივერსიტეტელები. ფოტოკონკურსი უნივერსიტეტში ერთი თვის განმავლობაში ტარდებოდა, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გადაეღოთ უნივერსალური კადრი უნივერსიტეტის შესახებ. კონკურსში სამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული დასახელდება. კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით საპრიზო თანხა 600 ლარი უნივერსიტეტის საუკეთესო პორტრეტის, შენობის ფასადის ან დეტალის საუკეთესო ფოტოკადრის, ასევე სასწავლო პროეცესისა და სტუდენტური ცხოვრების ამსახველი საუკეთესო კადრის ავტორებს გადაეცემათ. ჟიურის შემადგენლობაში ახალგაზრდა ფოტოგრაფები მინიდა მიდელაშვილი, ანა გოგუაძე და უნივერსიტეტის წარმომადგენელი ნინო ქუთათელაძე შედიოდნენ.
თავის რჩეულს გამოავლენს ელექტრონული წიგნების პორტალი lit.ge, რომელიც საუკეთესო ფოტოს ავტორს "იოტა-რიდერით" (ელექტრონული წიგნების წამკითხველი), ხოლო გამარჯვებულ სამეულს ვაუჩერებით დააჯილოდებს.
ფოტოკონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ ღონისძიებაზე მეორე სტუდენტური პროექტის - „სექტორი 12“-ის ფინალი დაიწყება.
პროექტის მიზანია სათავგადასავლო ტურის მეშვეობით სტუდენტები უკეთ დაეუფლონ უნივერსიტეტის ისტორიას და შეიტყონ უფრო მეტი უნივერსიტეტის მოღვაწეების შესახებ.
30 ნოემბერს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში პროექტის დასკვნითი ტური ჩატარდა. ბოლო მინიშნებისთვის ერთმანეთს 20 ნახევარფინალისტი შეეჯიბრა, გამოვლენილი 12 ფინალისტი 10 დეკემბერს ფინალურ ტურს გაივლის. პროექტის ერთი გამარჯვებული მთავარ პრიზს, ფულად პრემიას - 1000 ლარს მიიღებს.
შემეცნებითი პროექტი გულისხმობდა უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დაყოფას პირობით 12 სექტორად. თითოეულ სექტორში განთავსებული იყო სპეციალური კოდი, რომელსაც კონკურსანტები მინიშნებების ამოხსნის გზით პოულობდნენ. კოდების მოწოდების შემდეგ თითოეულმა მონაწილემ მიიღო კონკურსის სიმბოლო. 12 სიმბოლოს მფლობელი 12 ფინალისტი ერთმანეთს ინტელექტუალურ თამაშში შეეჯიბრება. გამარჯვებულ კონკურსანტს ფულადი პრემია 1000 ლარი გადაეცემა.
მის.: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, II სართული, უნივერსიტეტის მუზეუმი
« იხ. ყველა ანონსი