2015-04-24

გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

24 აპრილს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის“ ორგანიზებით გაიმართება კლუბის წევრებისა და სტუდენტების გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იონას პასლაუსკასთან.

შეხვედრაზე კლუბისა და ელჩის ერთობლივ საქმიანობას შეაჯამებენ. "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი" მადლობას გადაუხდის ელჩს გაწეული მხარდაჭერისთვის,  სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაღმავებასა და ხალხთა დაახლოებაში შეტანილი წვლილისთვის.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 101-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი