2011-06-06

სტუდენტური კონფერენცია თსუ–ში „პოლონური მოტივები - ისტორია და თანამედროვეობა“

6 ივნისს, 12.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახ-ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, აღმოსავლეთ სლავური ფილოლოგიის კათედრა, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის  კავკასიური განყოფილება და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში თსუ–ში მართავს სტუდენტურ კონფერენციას „პოლონური მოტივები _ისტორია და თანამედროვეობა,“ რომელიც ლეხ და მარია კაჩინსკების ხსოვნას ეძღვნება. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა დაესწრებიან. მონაწილეეები წაიკითხავენ მოხსენებებს: „პოლონეთის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის ისტორიული პროპაგანდა,“ „პოლონეთის გზა დემოკრატიისკენ, “„პოლონეთი, როგორც რეგიონალური ლიდერი, “„ილია ჭავჭავაძე და პოლონეთი“ და სხვა.

მისამართი: თსუ, მე–2 კორპუსი, რუმინეთის აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი