2020-07-15

წიგნის ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტი“ წარდგენა

15 ივლისს, 12.00 საათზე, გაიმართება წიგნის ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტი“ წარდგენა, რომელიც თსუ 2019 წელს დაფინანსებული სტუდენტური პროექტის ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების გეოგრაფიული კვლევის“ წარმატებით განხორციელების ფარგლებში გამოიცა. წიგნის თანავტორეები არიან თსუ ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი, ბაკალავრი მარიამ ჯაფოშვილი (პროექტის ხელმძღვანელი), დოქტორანტი დემეტრე მოდებაძე, და მაგისტრანტები: მერი ჩიტიშვილი, სალომე თაბაგარი.

წიგნში განხილულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები, დახასიათებულია 1 ქალაქი და მუნიციპალიტეტში არსებული ტერიტორიულ მართვის ორგანოში გაერთიანებული, საინტერესო გეოგრაფიული პირობებით და კულტურული მემკვიდრებით გამორჩეული 30 სოფელი.

წარდგენას დაესწრებიან: გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, მუზეუმების, ბიბლიოთეკის, სკოლებისა  და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის ეზო.

« იხ. ყველა ანონსი