2018-12-24

ნოდარ ნაჭყებიას საიუბილეო საღამო

24 დეკემბერს, 17:00 საათზე ,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და მეცნიერის ნოდარ ნაჭყებიას 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. 

ნოდარ ნაჭყებიას ინიციატივით თსუ-ში საფუძველი ჩაეყარა საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სამეცნიერო-პრაქტიკული მიმართულების შექმნას. 1960-70 წლებში ხელმძღვანელობდა გეოლოგიის ფაკულტეტს და გახლდათ ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. N8, თსუ მე-6 კორპუსის დარბაზი, 303-ე აუდიტორია.  
« იხ. ყველა ანონსი