2016-06-20

ლექცია თემაზე „კავკასიური თანამშრომლობის აღქმის ფსიქოლოგიური განზომილებები“.

20 ივნისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის“ მოწვევით პროფესორი ალექსანდრე რუსეცკი წაიკითხავს ლექციას: „კავკასიური თანამშრომლობის აღქმის ფსიქოლოგიური განზომილებები“. ლექცია ეძღვნება ცნობილი ქართველი მეცენატის, საზოგადო მოღვაწისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის - დავით სარაჯიშვილის გარდაცვალებიდან 105 წლისთავს. ლექციას დაესწრებიან დავით სარაჯიშვილის შთამომავლები.

მისამართი: თსუ, I კორპუსი, დავით სარაჯიშვილის სახელობის 202-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი