2016-06-20
ლექცია თემაზე „კავკასიური თანამშრომლობის აღქმის ფსიქოლოგიური განზომილებები“.
20 ივნისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის“ მოწვევით პროფესორი
ალექსანდრე რუსეცკი წაიკითხავს ლექციას:
„კავკასიური თანამშრომლობის აღქმის ფსიქოლოგიური განზომილებები“. ლექცია ეძღვნება ცნობილი ქართველი მეცენატის, საზოგადო მოღვაწისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის - დავით სარაჯიშვილის გარდაცვალებიდან 105 წლისთავს. ლექციას დაესწრებიან დავით სარაჯიშვილის შთამომავლები.
მისამართი: თსუ, I კორპუსი, დავით სარაჯიშვილის სახელობის 202-ე აუდიტორია.
მისამართი: თსუ, I კორპუსი, დავით სარაჯიშვილის სახელობის 202-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი