2016-12-20

მაჰმუდ დოულათაბადის რომანის „პოლკოვნიკის მიმწუხრი“ თარგმანის პრეზენტაცია

20 დეკემბერს, 18:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ცნობილი ირანელი მწერლის მაჰმუდ დოულათაბადის რომანის „პოლკოვნიკის მიმწუხრი“ თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი ირანის ხელისუფლების მიერ მიჩნეულია ყველაზე კონტრრევოლუციურ რომანად, რომელიც არაერთ ენაზე ითარგმნა.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.#1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი