2018-12-18

გრიგოლ წერეთლის სახელობის აუდიტორიის გახსნა

18 დეკემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი ფილოლოგ-კლასიკოსისა და პაპიროლოგის გრიგოლ წერეთლის სახელობის აუდიტორია გაიხსნება. ღონისძიებაზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვალერი ასათიანის წიგნის - „კლასიკოსი” წარდგენა გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი.

დღის წესრიგი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 301-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი