2015-04-20

,,მომავალი ვარსკვლავების სააგენტო“

20 აპრილს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრსა და სპორტულ ორგანიზაცია ,,მომავალი ვარსკვლავების სააგენტოს“ შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების წარმოჩენას.

პრეზენტაციაზე სერტიფიცირებული მედიატორის სტატუსი მიენიჭებათ და  სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან სპორტული მედიაციის სააკრედიტაციო პროგრამის 14 მონაწილე: ვაჟა ჟვანია (ვეტერანი ფეხბურთელი), ლევან ნოდია (ვეტერანი ფეხბურთელი), რევაზ ძოძუაშვილი (ვეტერანი ფეხბურთელი), სერგო კუტივაძე (ვეტერანი ფეხბურთელი), ირაკლი მაჩხანელი (ვეტერანი მორაგბე), დავით აბაშიძე (- ვეტერანი მორაგბე), ნოდარ ქორქია (ვეტერანი კალათბურთელი), რუსუდან თვაური (იურისტი), ბერდია ჯიბლაძე (,,მომავალი ვარსკვლავების სააგენტოს“ დავათა გადაწყვეტის დეპარტამენტის თავმჯდომარე), ბაჩუკი კრილოვი (,,მომავალი ვარსკვლავების სააგენტოს“ დირექტორი), გიორგი გაბუნია (,,მომავალი ვარსკვლავების სააგენტოს“ სპორტული დირექტორი), თამუნა ბერიძე (დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის სპეციალისტი, იურისტი), თათია თედიაშვილი (იურისტი) და მარი ციცქიშვილი (იურისტი).

20 საათიან სააკრედიტაციო ტრეინინგს უძღვებოდნენ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, სერტიფიცირებული მედიატორი - ნათია ჩიტაშვილი, ასევე ალექსანდრე წულაძე - მედიაციის კლუბის დამფუძნებელი, სერტიფიცირებული მედიატორი.

სააკრედიტაციო პროგრამის მონაწილეებმა წარმატებით გაიარეს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის სააკრედიტაციო პროგრამა მედიაციაში და პრეზენტაციაზე მიენიჭებათ სერთიფიცირებული მედიატორის სტატუსი.


მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ  I კორპუსი, 07-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი