2013-03-29

„შეხვედრა მთარგმნელთან“

29 მარტს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება სემინარი „შეხვედრა მთარგმნელთან“. პირველ სემინარზე სტუდენტები და მეცნიერ-მკვლევრები ცნობილ  მთარგმნელს გია ჭუმბურიძეს შეხვდებიან.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტები „თარგმანის თეორიისა და მთარგმნელობითი პრაქტიკის“ კურსს გადიან. სელინჯერის „კლდის პირას, ჭვავის ყანაში“, ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალი“ და სხვა ნაწარმოებების მთარგმნელ გია ჭუმბურიძესთან შეხვედრა და საუბარი სწორედ ამ კურსის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დააინტერესებთ. შეხვედრაზე მთარგმნელი დაინტერესებულ პირებს გააცნობს თარგმნის სპეციფიკას, სირთულეებს დ მათი გადაჭრის გზებს.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ლიტერატურულ ურთიერთობათა და თარგმანის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი. „შეხვედრა მთარგმნელთან“ მუდმივმოქმედი ღონისძიებაა და ის თვეში ერთხელ გაიმართება.

მისამართი: ი. ჭავჭვაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 304-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი