2015-04-17

შეხვედრა მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილთან

17 აპრილს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, “ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის“ ინიციატივით, ქართველ მწერალ ქალთან -  ანა კორძაია-სამადაშვილთან შეხვედრა გაიმართება.

მწერალი საკუთარ შემოქმედებაზე, მთარგმნელობით მოღვაწეობაზე  და უახლოეს გეგმებზე ისაუბრებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი