2015-09-03

STEM აკადემიის გახსნა თსუ-ში

3 სექტემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით  STEM აკადემია გაიხსნება.

კურსის მიზანია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტების მომზადება სასწავლო წლის წარმატებულად დაწყებისთვის. კურსის ფარგლებში სტუდენტებს ლექციებს და საორიენტაციო სესიებს ჩაუტარებენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები აშშ-დან.
ღონისძიება 3-დან 11 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, სტუდენტებს სთავაზობსმაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC ) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. პროექტიხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები  განხორციელდება საქართველოს შემდეგ სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით:
  • ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალისმომზადებას.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის 1, თსუ პირველი  კორპუსი, აუდიტორია  №115


« იხ. ყველა ანონსი