2019-07-09
უილიამ ფიშერის საავტორო სასერტიფიკატო კურსის დახურვა
9 ივლისს, 13:00 საათზე, გაიმართება ჰარვარდის პროფესორის, უილიამ ფიშერის საავტორო სასერტიფიკატო კურსის დახურვა.
ჰარვარდის სამართლის სკოლისა / Harvard Law School და თსუ იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლობით, თსუ-ის სტუდენტებს წელს უკვე მეორედ მიეცათ შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა საავტორო სამართალში და გაევლოთ ჰარვარდის პროფესორის, უილიამ ფიშერის საავტორო სასერტიფიკატო კურსი CopyrightX → http://copyx.org/.
კურსი მოიცავდა როგორც დისტანციურ, ისე ლოკალურ მეცადინეობას. დისტანციურ კურსს უძღვებოდა პროფ. ვილიამ ფიშერი, ხოლო ლოკალურ მეცადინეობებს, რომელიც ყოველკვირეულად ტარდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდნენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი მარიამ ღუბიანური / Mariam Ghubianuri და ქეთევან ურიდია / Kate Uridia.
კურსი გრძელდებოდა 12 კვირის განმავლობაში. 60-მდე სტუდენტს, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს დასკვნითი გამოცდა, გადაეცემათ ჰარვარდის სამართლის სკოლის მიერ დამზადებული სერტიფიკატები.
ამასთან, აფილირებული კურსის ფარგლებში გააფორმდება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და პალიტრა მედია ჰოლდინგთან / Palitra Media Holding • პალიტრა მედია ჰოლდინგი. ამ პარტნიორობის ფარგლებში დაიგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიებები და აქტივობები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აფილირებული კურსის კურსდამთავრებულები.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსის ბიბლიოთეკა,
მარო მაყაშვილის დარბაზი
.
« იხ. ყველა ანონსი