2011-01-29

კალიგრაფიის კონკურსი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაცია „წამთან” ერთად აცხადებენ კონკურსს „ქართული კალიგრაფია“. კონკურსი ტარდება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით. კონკურსის მიზანია ხელით წერის კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
  • საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VII -XII კლასის მოსწავლეებს
  • უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს
  • სხვა ზრდასრულ დაინტერესებულ პირებს
  • საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს
კალიგრაფიის კონკურსი სამ ტურს მოიცავს.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. ჯილდოებს დააწესებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია "წამი" და მხარდამჭერი ორგანიზაციები.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10 თებერვალი

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 36 34 99

ან ეწვიეთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდს: www.manuscript.ge
« იხ. ყველა ანონსი