2016-10-25

საერთაშორისო კონფერენცია ,,ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება"

25 ოქტომბერს, 09:30 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება“ გაიმართება. მულტიდისციპლინარულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ექსპერტები.

კონფერენციის ფარგლებში გამოცხადებულ სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებულ საუკეთესო პროექტს გადაეცემა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტის მიერ დაარსებული პრიზი „პეგასი“.

კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს ორგანიზებით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის და ასოციაციის Georgia Proeuropa ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ, I კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი