2011-10-28

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გარემო და ადამიანი - - თანამედროვე გარემოს გამოწვევები და ადამიანური ექსისტენცის უსაფრთხოება“

28-30 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ქობულეთში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო  კონფერენცია სახელწოდებით - „ გარემო და ადამიანი  -  თანამედროვე გარემოს გამოწვევები და ადამიანური ექსისტენცის უსაფრთხოება“. კონფერენცია 28 ოქტომბერს, 10:00 საათზე სასტუმრო Georgia Palace Hotel-ში გაიხსნება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები და მათი კოლეგები. კონფერენციაზე იმუშავებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და  მედიცინის საგნობრივი სექციები.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო მიგრაციისა და  განვითარების ცენტრი (CIM) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

CIM-ი საქართველოში ახორციელებს სამშობლოში დაბრუნებული პროფესიული კადრების პროგრამას (PRF). პროგრამა ხელს უწყობს ცოდნის და ტექნოლოგიების ტრანსფერს  განვითარებად ქვეყნებში. ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება  იმ პროფესიული კადრების დასაქმება და ფინანსურ–ტექნიკური მხარდაჭერა, რომელთაც უმაღლესი განათლება და სამუშაო გამოცდილება გერმანიაში შეიძინეს. გარდა ამისა, CIM–ი მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების დიასპორასთან და ალუმნი ჯგუფებთან.
« იხ. ყველა ანონსი