2018-12-17

ლია სტურუას პოეზიის საღამო

17 დეკემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უნივერსიტეტელი პოეტის, ლია სტურუას პოეზიის საღამო გაიმართება.

ლია სტურუამ პირველი წიგნი, ლექსების კრებული ,,ხეები ქალაქში”, გამოსცა 1962 წელს. გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების წიგნი, პროზაული – ,,ბედნიერი სიჩუმე”, ,,რძეში ჩავარდნილი ქვა” (შეგრძნებების რომანი). წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები. 1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ ლია სტურუაზე ფილმი გადაიღო.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი.


« იხ. ყველა ანონსი