2011-03-21
ტურნირი ქუჩის კალათბურთში
21 მარტს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ქუჩის კალათბურთის ტურნირის ფინალი გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას თსუ-ის ექვსივე ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 32 გუნდი მიიღებს.
ფინალური შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება. გამარჯვებულ გუნდს ფულადი პრემია 500 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ადგილის მფლობელს 250 ლარის ფულადი ჯილდო გადაეცემა.
ტურნირის ფინალურ მატჩს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაესწრებიან.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია
« იხ. ყველა ანონსი