2009-12-08

პოეზიის საქველმოქმედო საღამო

9 დეკემბერს  18:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რატი ამაღლობელთან და ლაშა გელაშვილთან ერთად  პოეზიის საღამო გაიმართება. ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათისაა და შემოსული თანხა გადაერიცხება შავი  ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს - მაიკო გველესიანს, რომელსაც აქვს ძვლის სიმსივნე და ესაჭიროება დახმარება.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, გაეროს აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი