2017-12-04

ექსპერტებისა და საქართველოს კვლევითი უნივერსიტეტების რექტორების სამუშაო შეხვედრა

4 დეკემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის სპეციალური მხარდამჭერი ინსტრუმენტის - Policy Support Facility ფარგლებში, ექსპერტებისა და საქართველოს კვლევითი უნივერსიტეტების რექტორების სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

Policy Support Facility გულისხმობს დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან რეკომენდაციის შემუშავებას საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის გაძლიერების მიზნით.

საერთაშორისო საექსპერტო პანელის თავმჯდომარეა პიტერ ჰონეთი, შვედეთის მთავრობის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ევროკავშირის ერთობლივი კვლევითი ცენტრის მმართველი საბჭოს წევრი. პანელის შემადგენლობაში არიან ექსპერტები ავსტრიიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან. ვიზიტის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ექსპერტთა პანელი საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს და პირებს წარუდგენს რეკომენდაციებს კვლევის, ტექნოლოგიისა და ინოვაციის განვითარების მიზნით შემდეგ საკითხებზე: მეცნიერების სფეროში ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება; მეცნიერებასა და ინდუსტრიას/ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერება; შესრულების ინდიკატორებზე დაყრდნობით მეცნიერების სისტემის დაფინანსების სქემის შემუშავება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი