2012-06-04

ბელორუს ექსპერტთა ჯგუფი თსუ-ში

4 ივნისს, 16.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბელორუს ექსპერტთა ჯგუფი უმაღლესი განათლების სფეროში ევროპისა და ბელორუსის გამოცდილების გაზიარების საკითხებზე სასაუბროდ ეწვევა. ამ საკითხთან დაკავშირებით,  ექსპერტები თსუ სასწავლო, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტების უფროსებთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან, იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან, იურიდიული და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების დეკანებთან გამართავენ შეხვედრას.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ჯავახიშვილის სხდომათა დარბაზი) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი