2016-10-20
გამოფენა „ივანე ჯავახიშვილი და სამართალი“
20 ოქტომბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება გამოფენა „ივანე ჯავახიშვილი და სამართალი.“ ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილეს ეძღვნება.
ექსპოზიციაში გამოიფინება სამართლის ისტორიის კვლევის ამსახველი საარქივო დოკუმენტები, ივანე ჯავახიშვილის პირადი ნივთები და საბიბლიოთეკო იშვიათობად ქცეული მისი გამოცემები, ავტორისეული მინაწერებითა და შენიშვნებით. დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა თვალი მიადევნოს ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ საინტერესო ფოტოებს.
ივანე ჯავახიშვილი საგანგებოდ იკვლევდა საქართველოში სამართლის ისტორიას, სამართლებრივ ტერმინოლოგიას, სამართლის დარგში შექმნილ ცალკეულ თხზულებებს, სახელმწიფო მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებსა და სხვ. სამართალწარმოების ტრადიცია, ორიგინალური სამართლებრივი ძეგლები, სასამართლო აქტები და განჩინებები, ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავდა. ყოველ ეპოქაში სახელმწიფოს მოწყობისა და მისი რაობის განმსაზღვრელი სამართლებრივი საფუძლები იყო. ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობის ეს მხარე ცნობილია როგორც ისტორიკოსების, ისე იურისტებისა და სამართლის ისტორიკოსებისათვის, თუმცა ამ უმნიშვნელოვანესი კვლევების ამსახველი ჩანაწერები, სამართლებრივი ტერმინოლოგიისა თუ საგულისხმო აქცენტების ათასობით ბარათი, სამართლის ისტორიის სამუშაო ვერსიები ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი. ეს საარქივო ჩანაწერები დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში - ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში და ნათლად ასახავს თუ რა კოლოსალური შრომა ჩაუტარებია ივანე ჯავახიშვილს ქართული სამართლის ისტორიის დღეს უკვე სამაგიდო წიგნებად ქცეულ ამ გამოკვლევებში.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ მუზეუმი, იურიდიული ფაკულტეტი და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი