2017-11-02

შეხვედრა ქართველი ემიგრანტის შთამომავალთან

2 ნოემბერს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემიგრაციის მუზეუმში გაიმართება ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთან ნათელა ნიკოლაძე-ვილკურთან შეხვედრა.

ნათელა ნიკოლაძე ვილკური პარიზში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ცნობილი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ღამბაშიძის შთამომავალია.

ღონისძიების მონაწილეები გაეცნობიან დავით და ვახტანგ ღამბაშიძეების მიერ დაარსებული სანატორიუმ ”პატარა ცემის” შთაბეჭდილებათა წიგნს და ღამბაშიძეების საოჯახო ფოტოებს.

ვახტანგ ღამბაშიძის ოჯახი მჭიდროდ იყო დაკავშირებული პირველ ქართულ უნივერსიტეტთან - მისი ქალიშვილი მედეა ღამბაშიძე იყო 1918 წელს დაარსებული პირველი ქართული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი. თავად ვახტანგ ღამბაშიძე საკუთრი განცხადების საფუძველზე უსასყიდლოდ კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში ჰიგიენის ფაკულტეტზე, მისი მეუღლე ვანდა ღამბაშიძე მიწვეული იყო ინგლისური ენის ლექტორად.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ მე-8 კორპუსი, ემიგრაციის მუზეუმი
« იხ. ყველა ანონსი