2015-10-28
ამერიკის ისტორიის დოკუმენტების კრებულის „პატრიოტთა ისტორიის მასალები“ პრეზენტაცია
28 ოქტომბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი ამერიკის ისტორიის დოკუმენტების კრებულის „პატრიოტთა ისტორიის მასალები“ პრეზენტაციას გამართავს.
ღონისძიებას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები, პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
წიგნი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ინიციატივითა და თაოსნობით, ითარგმნა, სამეცნიერო რედაქტირება ჩაუტარდა და უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ დაიბეჭდა. წიგნში თავმოყრილია აშშ-ის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები.
მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი